კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას სთხოვდნენ - რონალდუს მიმართ სკანდალი არ წყდება

„ალ-ნასრში“ გადასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუს თავისი გარემოცვა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენას ურჩევდა. ბრიტანული გამოცემა Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს კლუბში დარჩენას პირადი აგენტი, ჟორჟე მენდეშიც სთხოვდა, თუმცა რონალდუ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

Athletic-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აგენტები ფეხბურთელს ურჩევდნენ ერიკ ტენ ჰაგთან შექმნილ ვითარებას შეგუებოდა თავისი შესაძლებლობები მოედანზე დაემტკიცებინა, თუმცა 37 წლის პორტუგალიელმა ევროპული გუნდების წარმომადგენლებთან დაკავშირება თავისი ინიციატივით დაიწყო და კლუბის გამოცვლის შესაძლებლობებს თავად განიხილავდა.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ რონალდუს „ალ-ნასრის“ გარდა სხვა რეალური ვარიანტი აღარ ჰქონდა, ჟორშე მენდეშმა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ფეხბურთელს რეალური ვარიანტები ვერ შესთავაზა და სწორედ ამის გამო სთხოვდა „წითელ ეშმაკებში“ დარჩენას. მედიის მტკიცებით, 37 წლის ფეხბურთელმა თავის აგენტთან თანამშრომლობა შეწყვიტა, „ალ-ნასრთან“ მოლაპარაკებებს კი შუამავლობა მისმა უახლოესმა მეგობარმა და მენეჯერმა, რიკარდო რეგუფემ გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ კრის მორგანთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ფეხბურთელს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

„ალ-ნასრიმ“ რონალდუ გულშემატკივრებს ოფიციალურად გუშინ, გრანდიოზულ პრეზენტაციაზე წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, პორტუგალიელი ფორვარდი კი ანაზღაურების სახით ერთ სეზონში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი VS რონალდუ? - საუდის არაბეთში საინტერესო შეხვედრა დაგეგმეს
მესი VS რონალდუ? - საუდის არაბეთში საინტერესო შეხვედრა დაგეგმეს