საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი, უმრანიესპორი
Aa
Aa

საბამ უმრანიესპორს გაუტანა - ჰატაისპორმა მაინც ვერ მოიგო

თურქეთის სუპერ ლიგის მე-16 ტურში „ჰატაისპორი“ „უმრანიესპორს“ ესტუმრა. გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღნიშნული დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იყო, რადგან მონაწილეობას საბა ლობჟანიძე იღებდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ქომაგებს თავი გატანილი გოლით დაამახსოვრა.

ანგარიში 24-ე წუთზე ელ კააბიმ გახსნა და „ჰატაისპორი“ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. მეორე ტაიმში, სტუმრები გააქტიურდნენ და ლობჟანიძემ ლამაზი კომბინაციის შედეგად, 53-ე წუთზე გაიტანა. „უმრანიესპორი“ წაგებას არ ეგუებოდა და 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელები გაუძევეს, თუმცა დარჩენილ დროში „ჰატაისპორმა“ გოლის გატანა ვერ მოახერხა და ერთ ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჯანიძემ გოლი საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გაიტანა. „ჯვაროსნების“ შემტევმა უკანასკნელად 2022 წლის 19 მარტს შეძლო მეტოქის კარის აღება. აღნიშნულ დროს საბამ „ბეშიქთაშს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაინგოლანი: „კვარა ნამდვილი აღმოჩენაა“
ნაინგოლანი: „კვარა ნამდვილი აღმოჩენაა“