Aa
Aa

ვან დეიკს წასვლა უნდა

“საუთემპტონის” კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა “წმინდანებს” საკუთარი თავის ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.

26 წლის ჰოლანდიელით “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, ტურინის “იუვენტუსი” და სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი.

ვან დეიკი ამბობს, რომ მას ევროტურნირზე სურს თამაში. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებენ “სენტ მერის” ბინადრები უკანახაზელის მოთხოვნას.

“პროფესიონალ ფეხბურთელებს არც ისე დიდი კარიერა აქვთ და თუ ჩემ ასაკსაც გავითვალისწინებთ, უმაღლეს დონეზე თამაში და კვლავაც ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს. მინდა ევროტურნირზე ვიბრძოდე და ძალიან გული მწყდება, რომ “საუთჰემპტონი” მიღებულ შეთავაზებებს ბლოკავს. იმედი მაქვს, კლუბის უფროსობა ჩემ პოზიციას გაითვალისწინებს” - განაცხადა ვან დეიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები