ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და საკლუბო ტურნირები განახლდა. გამონაკლისი არც ლა ლიგაა. მადრიდის „რეალი“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
ანჩელოტი:
„კამავინგა „რეალში“ გადმოსვლის დღიდან პროგრესირებს. მართალია ის სათადარიგოთა სკამიდან უფრო ეფექტურია. მას დრო სჭირდება და უნდა ისწავლოს პოზიციურად უკეთესი თამაში. ჩემი გუნდისთვის ედუარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
რაც შეეხება ბენზემას, მას თამაშამდე შევხვდი. ვიცოდი, რომ კარიმი „ვალიადოლიდთან“ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ასეც მოხდა. ვხედავ და მინდა თქვენც დაინახოთ, რომ ის მოტივირებული და საკუთარ თავში დაჯერებულია. დამერწმუნეთ, 2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ.“
შეგახსენებთ, რომ „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ ორივე გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა. ბენზემას კიდევ რამდენიმე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში მეკარემ აჯობა, ხოლო ერთხელ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.