კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი VS რონალდუ? - საუდის არაბეთში საინტერესო შეხვედრა დაგეგმეს

აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, 2023 წლის 19 იანვარს, პსჟ ამხანაგურ შეხვედრაში „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰილალის“ კომბინირებულ გუნდს შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ევროპა დატოვა, შესაძლოა მესისა და პორტუგალიელის საფეხბურთო დაპირისპირება მაინც შედგეს. შეხვედრას საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

„მან. იუნაიტედში“ გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მუნდიალი ჩააგდო და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ საუკეთესო ფორმისგან შორსაა. მას კარიერის ევროპაში გაგრძელების რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია, რის გამოც მომავალი „ალ-ნასრს“ დაუკავშირა.

კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: „ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებელია“
რონალდუ: „ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებელია“