პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა: „ჰოლანდს მომატება შეუძლია და ამის სურვილიც აქვს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ „ქალაქელთა“ თავდამსხმელით აღფრთოვანებულია და ისიც განაცხადა, რომ ნორვეგიელს მომატება შეუძლია.

„თუ ერლინგი რეკორდებს მოხსნის, ეს ნიშნავს, რომ გოლებს გაიტანს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება, სიტი კი მისგან სარგებელს მიიღებს. ჰოლანდით პირველივე დღიდან აღფრთოვანებული ვართ და ეს არა მხოლოდ გოლებმა, არამედ სხვა კომპონენტებმაც განაპირობა. იმედი მაქვს, იგი სრულყოფას განაგრძობს, რადგან მაქვს შეგრძნება, რომ შეუძლია, როგორც ფეხბურთელმა, მეტს მიაღწიოს. იგი ახალგაზრდაა და რაც მთავარია, პროგრესის სურვილი აქვს“.

საინტერესოა, რომ დღეს, ბრიტანულ პრესაში „ჩელსის“ ყოფილი თავკაცის, ფრენკ ლამპარდის სიტყვებიც გავრცელდა. ამ უკანასკნელმა არ დამალა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ყოფნისას, ჰოლანდის გადაბირება უნდოდა და ნორვეგიელს გასაოცარი ფეხბურთელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ 35 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორეა. „ქალაქელები“ მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს გამართავენ და „ევერტონს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც ფიფამ და უეფამ რუსეთს დაუწესეს“ - ამბობს კავაზაშვილი
„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც ფიფამ და უეფამ რუსეთს დაუწესეს“ - ამბობს კავაზაშვილი