ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„ასეთი მშიერი არასდროს ვყოფილვარ“ - ჰალანდი ლიდსთან დუბლის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ლიდსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 1:3 დაამარცხა.

პეპ გუარდიოლას გუნდიდან პირველი გოლი 41-ე წუთზე როდრიმ გაიტანა, რომელსაც შემდეგ ერლინგ ჰალანდის დუბლი მოჰყვა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გოლების გატანა 51-ე და 64-ე წუთებზე შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჰალანდმა განვლილი მატჩი და თავისი თამაში შეაფასა.

რას თქვა ჰალანდმა:

საკუთარ თავს მიზნები დავუსახე, მაგრამ ამისი გაჟღერება არ შემიძლია. შეხვედრის დაწყებამდე გასახდელში ვთქვი, რომ ხუთი გოლის გატანა მინდოდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ.

„არსენალს“ უნდა მივყვეთ. დღეს, ამის გარდა რამდენიმე გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ კარგი შანსები ვერ გამოვიყენე. ცხოვრება ასეთია, მეტი ვარჯიში მჭირდება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების გამო გაბრაზებული ვიყავი. სახლში ვიჯექი და ელემენტებს ვტენიდი. ვუყურებდი, როგორ იტანდნენ სხვები და როგორ გახდნენ ჩემპიონები. ამან ბიძგი და მოტივაცია მომცა, იმიტომ რომ ძალიან ვღიზიანდებოდი. ახლა უფრო მშიერი ვარ, ვიდრე ოდესმე.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ დებიუტის შემდეგ ერლინგ ჰალანდმა კლუბის მაისური 14 შეხვედრაში მოირგო და 20 გოლი გაიტანა. ნორვეგიელი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას უპირობოდ ლიდერობს და უახლოეს მდევარ ჰარი კეინს 7 ბურთით უსწრებს. მისი გუნდი კი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.

ლიდსი 1:3 მანჩესტერ სიტი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი რეალურია - ნიუკასლი ჟორჟინიოსთვის იბრძვის
ტრანსფერი რეალურია - ნიუკასლი ჟორჟინიოსთვის იბრძვის