არსენალი, შახტარი
Aa
Aa

შახტარს მადა გაეხსნა - მუდრიკისთვის არსენალს 100 მილიონს სთხოვს

გაბრიელ ჟესუსის ტრავმის შემდეგ, ლონდონის „არსენალი“ თავდამსხმელის შეძენას აქტიურად ცდილობს. „მეთოფეთა“ მთავარი კანდიდატი მიხაილო მუდრიკი გახლავთ.

მეტიც, „არსენალმა“ დონეცკის „შახტარს“ 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო პლუს ბონუსები(ჯამში 50) შესთავაზა, მაგრამ უკრაინელებმა უარი თქვეს, რადგან თანხა ეცოტავათ.

თავად მუდრიკი ლონდონში გადაბარგებაზე თანახმაა, მაგრამ დონეცკური კლუბი მის ნაცვლად 100 მილიონ ევროს იხდის. ამ საკითხზე „შახტარის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ კარლო ნიკოლინიმ ისაუბრა.

 

ნიკოლინი:

 

 

„როგორც ყოველთვის ვამბობდი, მუდრიკი, რომ ვინმემ იყიდოს მნიშვნელოვანი შეთავაზება უნდა მივიღოთ. იმაზე არანაკლები, ვიდრე გრილიშში და ანტონიში გადაიხადეს. 50 მილიონი ევრო ცოტაა. „არსენალმა“ მინიმუმ 100 უნდა გადაიხადოს. სხვა შემთხვევაში რაიმეს განხილვა სასაცილოა.“

შეგახსენებთ, რომ 21 წლის თავდამსხმელი დონეცკურ კლუბს 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, მუდრიკმა „შახტარის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრის იანვარში მაკ ალისტერის შეძენა უნდა
ალეგრის იანვარში მაკ ალისტერის შეძენა უნდა