კარიმ ბენზემა, დიდიე დეშამი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„რატომ გაუშვით ასე სწრაფად?“ - ბენზემას ყოფილი აგენტის სკანდალური პოსტი და ვიდეო

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში თამაშის საკითხი ევროპულ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

გავლენიან სააგენტოებში აქტიურად იწერება, რომ 36 წლის ფორვარდს ნაკრებში მისი თანაგუნდელები, უგო ლორისი და ანტუან გრიზმანი დაუპირისპირდნენ და მის მოკვეთას ითხოვდნენ.

ასევე, მუნდიალის დაწყებამდე, ბენზემამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დიდიე დეშამმა საწვრთნელი შეკრების დატოვება მოსთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კარიმის ტრავმა სერიოზული არ იყო და ის გუნდის დახმარებას 1/8 ფინალური ეტაპიდან შეძლებდა.

ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ფრანგი ფეხბურთელის უახლოესმა მეგობარმა და მისმა ყოფილმა აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თან ბენზემას დაზიანებული ფეხის ვიდეოც გამოაქვეყნა.

რას წერს კარიმ ჯაზირი:

სანამ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებდი, მანამდე სამ სპეციალისტთან გავიარე კონსულტაცია და სამივემ დაადასტურა, რომ ბენზემას 1/8 ფინალამდე გამოჯანმრთელება და ნაკრებისთვის დახმარება შეეძლო! რატომ მოექეცით ასე? რატომ სთხოვეთ ნაადრევად დაეტოვებინა შეკრება?

იმის მიუხედავად, რომ კარიმ ბენზემა ნაკრებს ვერ ეხმარებოდა, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა მაინც შეძლო მუნდიალის ფინალში გასვლა, თუმცა საჩემპიონო მატჩში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელებს ბენზემას პოსტები არ უნდა მოეწონებინათ - არეულობა საფრანგეთის ნაკრებში
ფეხბურთელებს ბენზემას პოსტები არ უნდა მოეწონებინათ - არეულობა საფრანგეთის ნაკრებში