საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ფრანგებო, შეწყვიტეთ ტირილი“ - არგენტინელებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებმა პლატფორმა Mesopinions-ზე შეიქმნა პეტიცია, რომელიც მუნდიალის ფინალის გადათამაშებას ითხოვდა. აღნიშნულ პეტიციას 200 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი.

დღეს კი პლატფორმა Change.org-ზე საპასუხო პეტიცია გაჩნდა, სახელწოდებით - საფრანგეთო, შეწყვიტე ტირილი (France Stop Crying), რომელმაც ერთ დღეზე ნაკლებ დროში 700 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვა, უფრო ზუსტად 686,980, თუმცა ციფრები ყოველ წუთს იმატებს.

საგულისხმოა, რომ ამ პეტიციამ თითქმის სამჯერ აჯობა ფრანგი გულშემატკივრების მიერ მოთხოვნილ მოწოდებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ფრანგების მოთხოვნის მიზეზი შეხვედრის მთავარი მსაჯის, შიმონ მარჩინიაკის გადაწყვეტილებები გახდა.

პეტიციის ავტორი წერს:

მსაჯობა აბსოლუტურად კორუმპირებული იყო, არგენტინელთათვის არ იყო დასანიშნი პენალტი, ასევე იყო მბაპეს წინააღმდეგ უხეში დარღვევა, როცა არგენტინელებმა მე-2 გაიტანეს!

საინტერესოა, რომ ფრანგები 2006 წლის მუნდიალის ფინალის გადათამაშებასაც ითხოვდნენ. მაშინ, მათ მიაჩნდათ, რომ ზიდანი მსაჯმა მოედნიდან წესების დარღვევით გააძევა. საუბარი იყო მატერაცისთან ინციდენტის მონიტორზე ნახვასთან დაკავშირებით, რისი უფლებაც მაშინ არბიტრებს არ ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრანგებმაც იგივე გააკეთეს“ - მარჩინიაკის განმარტება მესის გოლზე
„ფრანგებმაც იგივე გააკეთეს“ - მარჩინიაკის განმარტება მესის გოლზე