ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია

დღეს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

ღონისძიების დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განვლილი წელი შეაჯამა და 2023 წელზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის.

გამარჯვებულები გახდნენ:

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო მეკარე - ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“)

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო მცველი - ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი“)

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი“)

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“)

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი („დინამო თბილისი“)

Crystalbet ეროვნული ლიგის საუკეთესო თერთმეტეული:

კუტალაძე, გოჩოლეიშვილი, მონტეირო, ტაბიძე, სილვა, ჯერალდო, ალთუნაშვილი, მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვინო ფლამარიონი, დავით სხირტლაძე

Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო გოლი - მილან რადინი


Crystalbet ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“)

ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ჯილდო U17 - ალექსანდრე თურქია(ბრინჯაოს მედალი), საბა გეგუჩაძე(ვერცხლის მედალი), სოსო კოპალიანი(ოქროს მედალი).

U19 - ჯადული იობაშვილი(ბრინჯაოს მედალი), საბა გოგლიჩიძე(ვერცხლის მედალი), ლუკა ლაცაბიძე(ოქროს მედალი).

2022 წლის საუკეთესო მსაჯი - ალექსანდრე აფციაური

ქალთა ფეხბურთი

საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ რევიშვილი(ქუთაისის „მართვე“)

ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ლელა ჭიჭინაძე(„დინამო სოხუმი“)

ფუტსალი

2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი

საუკეთესო ფეხბურთელი - ზვიად კუპატაძე

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“)

2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ეთერ სულაშვილი

2022 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: „ბევრს ვმუშაობ, რათა მეტოქეებისთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“
კვარა: „ბევრს ვმუშაობ, რათა მეტოქეებისთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“