ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„მარადონას არაფრით ჩამოუვარდება“ - სიომინმა კვარა შეაქო

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ნეაპოლში ჩავიდა და ქართველ ფეხბურთელს შეხვდა. რუს სპეციალისტსა და „კვარას“ შორის თბილი შეხვედრა გაიმართა და სიომინმა მისი მისამართით დადებითი სიტყვები არც ამჯერად დაიშურა.

რა უთხრა სიომინმა ხვიჩას

„სიმაღლეში ძალიან გაიზარდე. ახლა რამდენი ხარ? 184 სმ? აშკარაა, რომ ლოკომოტივის შემდეგ, მოიმატე. მე ყველაფერი ნორმალურად მაქვს. შენ გამო მიხარია და განვიცდი. ბევრი ადამიანია, ვინც განიცდის და რუსეთის პრემიერ ლიგაში კარგი მოგონებები დაგვიტოვე. მიხარია, ყველაფერი კარგად რომ მიდის. მეტოქეების მხრიდან წესების დარღვევაზე რეაგირებას თავი დაანებე, ეგრევე დგები და თამაშს განაგრძობ. იტალიურის საქმე როგორაა? რუსულზე უკეთესად ჯერ არ იცი? სწავლა გააგრძელე! ძლიერი კოლექტივი გყავთ და ისეთ კლუბში მოხვდი, რომელიც მშობლიური გუნდის ასოციაციას ტოვებს“.

რა თქვა სიომინმა ხვიჩაზე

„მეტსახელ „კვარადონა“-ში საშიში არაფერია. ხვიჩა მორცხვი ბიჭია და თავბრუ არ დაეხვევა. მას კარგი გარემოცვა ჰყავს და მარადონას არაფრით ჩამოუვარდება. ფიზიკური მონაცემების მხრივ, მის დონეზე იმყოფება. მასზე სუსტად არ დარბის და შესაძლოა, დისტანციაზე უფრო სწრაფიც იყოს. ხვიჩა მეტოქეების უხეშობებისადმი უფრო ამტანი გახდა. რუსეთში, ყოველი შეჯახების შემდეგ, ეცემოდა, იწვა და ექიმს ელოდებოდა, აქ კი ეს ყველაფერი მოიშორა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მიაღწია ყველაზე დიდ პროგრესს 2022 წელს - ესპანურ პრესაში მამარდა გამოარჩიეს
ვინ მიაღწია ყველაზე დიდ პროგრესს 2022 წელს - ესპანურ პრესაში მამარდა გამოარჩიეს