კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ხუან სებასტიან ვერონი, ლუის საა
Aa
Aa

რონალდუ თუ მესი - ვერონისა და საას მოსაზრებები

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, ლუის საამ და ხუან სებასტიან ვერონმა კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრეს. მათ თავიანთი რჩეულები დაასახელეს და „წითელი ეშმაკების“ ექს-მოთამაშეების აზრები გაიყო.

რა თქვა ვერონმა

„კამათი გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, მესი კრიშტიანუზე წინაა. ლეო უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე თანამედროვე და წარსული ეპოქის ფეხბურთელები. ორი აზრი არაა, რომ მესი ერთი ნაბიჯით წინაა“.

რა თქვა საამ

„რონალდუსა და მის მემკვიდრეობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. მის უნარებს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ვუშვებ, რომ მას თანაგუნდელებისგან ისეთი დახმარება არ სჭირდება, როგორიც ეს მესისთვისაა აუცილებელი, თუმცა ლეოს უდიდეს პატივს ვცემ და ის შესანიშნავი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. ეს მოთამაშეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ალბათ, მათი შედარება არც შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს მომავალი კვლავინდებურად ბუნდოვანია და რამდენიმე გამოცემას თუ დავუჯერებთ, იგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. მესის რაც შეეხება, „ლა პულგას“ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მოედანზე 2 დღეში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამუ „კორნეს გამოწვევას“ ვერ გაუმკლავდა - ბოსტონმა მილუოკი დაამარცხა
მამუ „კორნეს გამოწვევას“ ვერ გაუმკლავდა - ბოსტონმა მილუოკი დაამარცხა