იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსისა“ და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფაბიან ო’ნილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი ნახევარმცველი ღვიძლის ცეროზს ებრძოდა. გუშინ, გვიან ღამით ო’ნილს კუჭ-ნაწლავის არეში შიდა სიხლდენა განუვითარდა. ფეხბურთელი კომატოზურ მდგომარეობაში დაუყონებლივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.

ფაბიან ო’ნილი რამდენიმე წლის განმავლობაში ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. სწორედ ალკოჰოლის გამო განუვითარდა ვეტერან ურუგვაელს ღვიძლის დაავადება.

პროფესიონალური კარიერის დროს, ო’ნილი იტალიის სერია A-შ რამდენიმე გუნდში თამაშობდა, მათ შორის: „იუვენტუსში, „კალიარისა“ და „პერუჯაში“. ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში მას 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლის გატანაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში VAR-ის არბიტრი: ეს ყველაზე რთული მომენტი იყო, თავიდან პენალტი გვეგონა
ფინალში VAR-ის არბიტრი: ეს ყველაზე რთული მომენტი იყო, თავიდან პენალტი გვეგონა