დიეგო მარადონა, ანტონიო კასანო, არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

„ახლა რას იტყვით მარადონას გულშემატკივრებო?“ - კასანომ დიეგოს ფანები გააკრიტიკა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ რადიო Radio Deejay-სთან საუბრისას ის გულშემატკივრები გააკრიტიკა, რომლებიც დიეგო მარადონას მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ.

რას ამბობს კასანო:

მარადონას გულშემატკივრებო, რას ამბობთ ახლა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა?

რა თქმა უნდა, დაიწყებთ საუბარს, რომ მარადონა უფრო ქარიზმატული და კაშკაშა პიროვნება იყო, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. მოგიწევთ ამასთან გამკლავება. ჯოჯოხეთშიც წასულხართ. სამყაროში,  ყველა უდიდესი ფეხბურთელის ფეხებთანაა, ის კი მოკრძალებულად დუმს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო გოლი გაიტანეს. საფინალო მატჩში ლეო მესიმ დუბლის შესრულება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში VAR-ის არბიტრი: ეს ყველაზე რთული მომენტი იყო, თავიდან პენალტი გვეგონა
ფინალში VAR-ის არბიტრი: ეს ყველაზე რთული მომენტი იყო, თავიდან პენალტი გვეგონა