კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, ფაბიო კაპელო, დეიან სავიჩევიჩი
Aa
Aa

კაპელო: „მესი მარადონას დონემდე მუნდიალამდე ავიდა“

იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე, კარლო ანჩელოტიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.

„ჩემთვის კატარის მუნდიალის დაწყებამდეც მესი მარადონას დონეზე იყო. პელემ, მესიმ და მარადონამ ისეთი რაღაცები გააკეთეს, რომ სხვებს ამის წარმოდგენაც არ შეეძლოთ“.

კაპელო ანჩელოტიზე: „საოცარი იქნება, თუ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, მაგრამ მე ამის არ მჯერა, არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება“.

კაპელომ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა, რომელიც ევროპაში კლუბის პოვნას კვლავ ვერ ახერხებს, პორტუგალიის ნაკრების სასტარტოში კი ადგილი მუნდიალზე დაკარგა:

„არ შეიძლებოდა ის, როგორც ფეხბურთელი ეჭვქვეშ დაგეყენებინა, მაგრამ ის ქედმაღალი იყო. მან თავის თავი გუნდებს შესთავაზა, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ. მისი გუნდში ყოფნა ცოტათი მძიმე ხდება, ის გუნდს ამძიმებს“.

დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემას მუნდიალის ფინალში თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. ამ თემასთან დაკავშირებით კაპელო აღნიშნავს:

„ანალოგიური რამ 1993 წელს, ინტერკონტინენტალის ფინალამდე დეიან სავიჩევიჩთან მიმართებით გავაკეთე. თამაშის დღეს, დილით სავიჩევიჩმა მითხრა, რომ თამაშისთვის მზად იყო და ეს მაშინ მითხრა, როცა ფლორინ რედუჩოიუ თამაშისთვის უკვე მაქსიმალურად კარგად მოემზადა. სავიჩევიჩი არ ვათამაშე, ეს გუნდისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ გარეშე, როგორვ „მილანი“, ასევე საფრანგეთის ნაკრები კიდევ ერთ ტიტულს მოიპოვებდა? დიახ, ეს შესაძლებელია“.

კაპელოს მიერ ხსენებულ 1993 წლის ინტერკონტინენტალის ფინალში „სან პაულომ“ „მილანი“ 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში სავიჩევიჩს არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები