ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს თავკაცი ზურიკოზე: „ამხანაგურ მატჩებში ეფექტური იყო, მისი იმედი გვაქვს“

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. გიონი ამხანაგურ მატჩებში ზურიკოს ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუნდს შეუძლია, მისი იმედი ჰქონდეს.

„ზურიკო სამივე ამხანაგურ შეხვედრაში ეფექტური იყო და მისგან სწორედ ეს მინდოდა. მას შეტევების დაგვირგვინება შეუძლია. მინდა, ზურიკომ საკუთარი ხასიათი უფრო მეტად გამოავლინოს და თავისი შესაძლებლობები ჩვენს შეტევას მოახმაროს. ამ წუთისთვის, მას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ეს საკმარისი არაა. მის მიერ შექმნილ შანსებსა და განსაკუთრებით, მის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ზურიკომ უფრო მეტი უნდა გაიტანოს.

მას შეუძლია, სახიფათო მომენტი ბევრ სიტუაციაში შექმნას. ამხანაგურ შეხვედრებში იგი ეფექტური იყო და ეს ძალიან დაეხმარა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, ტექნიკურ დონეზე პასუხისმგებლობა როგორ აიღონ. ამის გაკეთება ზუკასაც შეუძლია. არ ვიცი, ლიდერი არის თუ არა, მაგრამ ნამდვილადაა ფეხბურთელი, რომლის იმედიც შეუძლია, გუნდს ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის 15 ტურის შემდეგ, „ბორდო“ მე-2 ადგილს იკავებს და უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის. ზურიკოს გუნდს 28 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი ლიდერ „ლე ავრთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა
ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა