ანდრე ონანა
Aa
Aa

მწვრთნელთან კონფლიქტის გამო - ონანამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

„ინტერის“ მეკარემ ანდრე ონანამ კამერუნის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.

26 წლის მეკარე კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ონანამ კატარი მთავარ მწვრთნელ რიგობერტ სონგთან ტაქტიკის გამო კონფლიქტის შემდეგ დატოვა.

„ეს ყველაფერი ჩემს პატარა სოფელში დაიწყო, სადაც ჩემმა ოჯახმა ბავშვობიდან გამზარდა იმ ღირებულებების შესაბამისად, რომლებიც კამერუნელ ხალხს განასხვავებენ. მივხვდი, რომ ჩემი სამშობლოს სიყვარული მარადიულია და ჩემი ერთგულება მის მიმართ დაუჯერებელია.

მახსოვს, როგორ უყურებდა მთელი ოჯახი კამერუნის ნაკრების მატჩებს. და მხოლოდ კამერუნელებს შეუძლიათ გაიგონ, რას ნიშნავს „მოუთვინიერებელი ლომების" თამაშის ყურება. სწორედ მაშინ დავიწყე ოცნება ერთ დღეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმაზე. ახლა კი, გაუთავებელი ვარჯიშის, გაუთავებელი მოგზაურობისა და დიდი მოთმინების შემდეგ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დიდი ოცნება ავიხდინე.

მაგრამ ყველა ისტორიას, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, აქვს დასასრული. და ჩემი ისტორია კამერუნის ნაკრებთან ერთად დასრულდა. მოთამაშეები მოდიან და მიდიან, სახელები ხანმოკლეა, მაგრამ კამერუნი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ან მოთამაშე. კამერუნი მარადიულია, ისევე როგორც ჩემი სიყვარული ეროვნული ნაკრებისა და ჩვენი გულშემატკივრების მიმართ, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, რაც არ უნდა რთული იყო.

ჩემი გრძნობები არასოდეს შეიცვლება. სადაც არ უნდა წავიდე ჩემი კამერუნული გული ყველგან ცემს. მე ყოველთვის ვიბრძოლებ კამერუნის განსადიდებლად.

მე მხარს დავუჭერ ეროვნულ გუნდს, როგორც გულშემატკივარი, ისევე როგორც ამას 27 მილიონზე მეტი კამერუნელი აკეთებს. მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მენდობოდა და სჯეროდა ჩემი“,

- წერს ონანა.

აქვე გეტყგვით, რომ ონანას ანგარიშზე კამერუნის ნაკრებში 34 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა
FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა