პეპ გუარდიოლა, კატარი 2022
Aa
Aa

გუარდიოლა: მსოფლიო თასის გარეშეც, ლეოს ჩემთვის საუკეთესო იყო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ყველა დროის საუკეთესოს უწოდებს.

„ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის ის საუკეთესოა, მაგრამ სხვებისთვის ამის გაგება შეიძლება რთული იყოს. შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელი, რომელიც დაუპირისპირდება იმას, რაც ბოლო 50-70 წლის განმავლობაში გაკეთდა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ნახეს პელე, დი სტეფანო ან მარადონა, შეიძლება თავიანთი კანდიდატი მაინც დაასახელონ. ხალხი სენტიმენტალურია, გესმის ეს?

მეორე მხრივ, მესის მსოფლიო ჩემპიონატი, რომ არ მოეგო, ჩემი აზრი მსოფლიო ფეხბურთში მის მიღწევებზე საერთოდ არ შეიცვლებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისი საოცარი კარიერის დაგვირგვინებაა“,

- განაცხადა გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1000 პესო - მესი შესაძლოა არგენტინულ ბანკნოტზე გამოსახონ
1000 პესო - მესი შესაძლოა არგენტინულ ბანკნოტზე გამოსახონ