კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი მბაპეზე: არ მიყვარს საკუთარი თავის სხვებთან შედარება

ერლინგ ჰოლანდმა კილიან მბაპეზე ისაუბრა და მათ შორის არსებულ შედარებაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„არ მიყვარს საკუთარი თავის სხვებთან შედარება. მე ჩემი თავისებურად უნიკალური მოთამაშე ვარ, ამიტომ ეს შედარებები არ მომწონს.

მედია ამას ბოლო 10 წელია რონალდუსა და მესის შემთხვევაში აკეთებს და თავად ფეხბურთელები ამით ერთმანეთს უბიძგებენ, რაც კარგია. გარდა ამისა, ისინი თამაშობდნენ მადრიდის რეალსა და ბარსელონაში, შესანიშნავი მეტოქეობა ჰქონდათ.

მაგრამ მე არ ვფიქრობ ასეთ რამეებზე. მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ნუ დაგავიწყდებათ, რას მიაღწია მან ასეთ პატარა ასაკში და მისგან კიდევ ვიხილავთ მიღწევებს.

მე საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული. ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“,

- განაცხადა ჰოლანდმა Viaplay-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება