კილიან მბაპე
Aa
Aa

„თამაშში დაბრუნება შეგვიძლია!“ - რა უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს ფინალის შესვენებაზე

ფრანგულ პრესაში კილიან მბაპეს სიტყვები გავრცელდა, რომლებითაც მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შესვენებაზე თანაგუნდელებს მიმართა. „სამფეროვნებმა“ პირველი ნახევარი 0:2 წააგეს და 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, კილიანს სჯეროდა, რომ მის გუნდს თამაშში დაბრუნება შეეძლო.

„იმაზე უარესს ვერ გავაკეთებთ, რაც უკვე გავაკეთეთ. მოედანზე დავბრუნდებით და ან მათ თამაშის უფლებას მივცემთ ან ორთაბრძოლებისას უფრო ინტენსიურად ვიმოქმედებთ და რაღაც განსხვავებულს გავაკეთებთ. ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია და ასეთი რამ 4 წელიწადში ერთხელ ხდება! მათ ორი გოლი გაიტანეს, 2 ბურთით ჩამოვრჩებით და თამაშში დაბრუნება შეგვიძლია.“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დიდიე დეშამის სიტყვებიც გავრცელდა, რომელმაც ფრანგ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ ისინი მოედანზე არ იყვნენ, მეორე ბურთისთვის ყველა ბრძოლას აგებდნენ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ თამაშობდნენ. L’Équipe-ის მიხედვით, შესვენებაზე სიტყვით უგო ლორისი, სტივ მანდანდა და რაფაელ ვარანიც გამოვიდნენ.

ცნობისთვის, „სამფეროვნებმა“ ჩამორჩენა მატჩის ბოლოს აღმოფხვრეს და მბაპეს დუბლით შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. დამატებითი ტაიმები ფრედ დასრულდა და „ალბისელესტემ“ გამარჯვებას პენალტების სერიაში მიაღწია.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავტობუსს მოძრაობა შეუზღუდეს - ფეხბურთელები ვერტმფრენით გაიყვანეს
ავტობუსს მოძრაობა შეუზღუდეს - ფეხბურთელები ვერტმფრენით გაიყვანეს