გამოირიცხა - ბარსა ბერნარდუ სილვასთვის აღარ იბრძოლებს
მას შემდეგ, რაც ლაპორტა „ბარსელონაში“ დაბრუნდა, კატალონიური კლუბი ტრანსფერების კუთხით საკმაოდ აქტიურობს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ შესაბამისი ფინანსების ვერ მოძიების გამო პორტუგალიელი „სიტიში“ დარჩა.
ვრცელდებოდა ხმები, რომ ბარსა მას მაინც შეიძენდა, მაგრამ ყველაფერს წერტილი ესპანელი ჟურნალისტის ალფრედო მარტინესის გავრცელებულმა ინფორმაციამ დაუსვა.
ალფრედო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბარსელონამ“ ბერნარდუს ვარიანტი ნამდვილად გამორიცხა. ასევე, კატალონიელები სილვასთვის არც ზაფხულში იბრძოლებენ.
El Barcelona descarta definitivamente la opción Bernardo Silva. Su momento ya pasó. No volverán por él en verano
— Alfredo Martínez (@Alfremartinezz) December 21, 2022
ცნობისთვის, „ბლაუგრანა“ ახლა ნგოლო კანტესთვის იბრძვის, რომელსაც „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება. SPORT-ის და Relovo-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება შედგა და დიდი ალბათობით ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი მომავალი სეზონიდან ბარსას შეუერთდება.