კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ალ ნასრი დანებებას არ აპირებს - რონალდუ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ ახლა თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. მუნდიალის მიმდინარეობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეტერანი პორტუგალიელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.

რონალდუს გადასაბირებლად „ალ ნასრი“ იბრძოდა და მას ზღაპრულ პირობებს სთავაზობდა. საუბარი 2.5-წლიან კონტრაქტზე იყო. არაბები კრიშტიანუს წელიწადში 200 მილიონ ევროს დაჰპირდნენ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რონალდუმ ყველაფერი უარყო და ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, „ალ ნასრი“ რონალდუს შეძენას ისევ ცდილობს და თავიანთი პირობები კრიშტიანუს კვლავ გააცნეს. არაბული კლუბი დანებებას არ აპირებს. თავად პორტუგალიელი შემტევი კი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროპულ შემოთავაზებებს მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს, რათა ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს და ახალ კლუბში ადაპტაცია არ გაუჭირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი: „რონალდუ ღიად აცხადებს, რომ საუკეთესოა, მესი კი უფრო გუნდზე და ტიტულებზეა ორიენტირებული“
რუნი: „რონალდუ ღიად აცხადებს, რომ საუკეთესოა, მესი კი უფრო გუნდზე და ტიტულებზეა ორიენტირებული“