ლივერპული, რეალი, ბარსელონა, ბენფიკა
Aa
Aa

ყველა ინფორმაცია სიცრუეა - ენცო არავისთან აწარმოებს მოლაპარაკებას

მას შემდეგ, რაც ენცო ფერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა მისით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. 21 წლის ნახევარმცველს ისეთ კლუბებს უკავშირებენ, როგორებიც „რეალი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ არიან.

გავრცელდა ცნობები, რომ ენცოს, „ლივერპულსა“ და „ბენფიკას“ შორის წინასწარი შეთანხმება შედგა და ფერნანდესი იანვრიდან მერსისაიდულ გრანდს შეუერთდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პორტუგალიელი გავლენიანი ჟურნალისტი პედრო სეპულვედა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.

სეპულვედა:

„ეს მთლიანად სიცრუეა. არ არსებობს არანაირი შეთანხმება ენცო ფერნანდესსა და სხვა ნებისმიერ კლუბს შორის. მოლაპარაკება არავისთან არ მიმდინარეობს. თუ ვინმეს მისი ყიდვა იანვარში სურს 120 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ეს არის მისი გამოსასყიდი თანხა.“

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი „ბენფიკას“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. დღემდე, 21 წლის არგენტინელმა პორტუგალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 24-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადილ რამი: მარტინესი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი...
ადილ რამი: მარტინესი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი...