კრიშტიანუ რონალდუ, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მუნდიალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელები - რონალდუ სიმბოლურ ნაკრებშია

Sofascore-მა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ თერთმეტეულში რამდენიმე ვარსკვლავი მოხვდა და ერთ-ერთი მათგანი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუა.

37 წლის ფეხბურთელი შეტევაში ლაუტარი მარტინესის მხარდამხარ იმყოფება. Sofascore-მა კრიშტიანუს ასპარეზობა 6.46 ქულით შეაფასა, ხოლო არგენტინელს, ვისი ნაკრებიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 6.35 დაუწერა.

მეკარის პოზიციაზე სენეგალის ნაკრების კარის დარაჯს, ედუარ მენდის ვხედავთ. დაცვაში პოლონეთის ეროვნული გუნდის ორი წარმომადგენელი, ბარტოშ ბერეშინსკი და კამილ გლიკი გაამწესეს, მათ გვერდით კი სერჟინიო დესტი და აბდუ დიალო არიან. ნახევარდაცვაში როდრიგო ვარგასი, ჯექსონ ირვაინი, მეტი ლეკი და ჰვან ინ ბომი გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია. რონალდუმ თავი ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, განის ნაკრების წინააღმდეგ გამოიჩინა და პენალტი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია
რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია