კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, აბდუ დიალო
Aa
Aa

„მბაპესთვის რონალდუ ყველაფერია, მისთვის კრიშტიანუ ხელშეუხებელია“

აბდუ დიალომ, რომელიც „ლაიპციგში“ „პარი სენ-ჟერმენიდანაა“ განათხოვრებული, კილიან მბაპეზე ისაუბრა. დიალომ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კილიანისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.

„კილიანისთვის კრიშტიანუ აბსოლუტურად ყველაფერია. მასთან ყოფნისას მესისა და რონალდუს კონკურენცია რომ ახსენოთ, მბაპე მინიმუმ 1 საათი გეკამათებათ, საუკეთესო ვინაა. მისთვის რონალდუ ხელშეუხებელია“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი რონალდუს მთავარ კონკურენტს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდება. კვირას, თბილისის დროით, 19:00-ზე არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება, მანამდე კი ხორვატია და მაროკო მესამეადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მესისა და რონალდუს შედარებაზე გარი ნევილმა ისაუბრა და განაცხადა: „რონალდუ მესის მირჩევნია, თუმცა ვიცი, რომ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემი გუნდი ორჯერ გაანადგურა და ამ ტურნირზე ჯადოსნური მომენტები ჰქონდა. საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებენ ადამიანები ფეხბურთს. თუ არგენტინა საფრანგეთთან დამარცხდება, მაშინ არ გვექნება იმის თქმის უფლება, რომ მესი ნამდვილად არ არის საუკეთესო ფეხბურთელი. თუ გჯერათ მისი, როგორც ისტორიაში უდიდესის, მაშინ უნდა განაგრძოთ თქვენი აზრის დაცვა, იმ შემთხვევაშიც თუ ლეო ფინალს წააგებს“,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერდიქტი ევრობასკეტისას მომხდარ ინციდენტზე - რა გადაწყვიტა ფიბამ
ვერდიქტი ევრობასკეტისას მომხდარ ინციდენტზე - რა გადაწყვიტა ფიბამ