დიდიე დეშამი, კატარი 2022
Aa
Aa

დეშამი: ეს 4 წლის წინანდელი არგენტინა არ არის, მესი შესანიშნავ ფორმაშია

დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მეტოქე შეაფასა:

„ამ გუნდს ძალიან მაგარი ფეხბურთელი ჰყავს და განსხვავებას სწორედ მესი ქმნის. დიდი ბრძოლა გველის. არგენტინა აგრესიული გუნდია, მაგრამ ეს კარგი აგრესიაა“.

- მესისთვის ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და მას შეუძლია თასი აღმართოს...

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. მესამე ვარსკვლავს მხოლოდ ერთი გუნდი მიიღებს.

მესი ტურნირის დაწყების დღიდან დიდებული იყო. ოთხი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. მან მატჩი არა იმ პოზიციაზე დაიწყო, სადაც ველოდით, მაგრამ თავდამსხმელად დაასრულა. ახლა მათ თავდამსხმელი ჰყავთ და მესის დიდი თავისუფლება აქვს. ის ხშირად ხვდება ბურთს და კარგად გამოიყურება, შესანიშნავ ფორმაშია.

მესი არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ან ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა, რომ თამაშზე მისი გავლენა მაქსიმალურად შევზღუდოთ. იმავეს გააკეთებენ ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებით არგენტინელები. მაგრამ ეს ის არგენტინა არ არის, რომელსაც ოთხი წლის წინ ვეთამაშეთ“,

- განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა საფრანგეთის ფინალი კვირას, 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი აზრით, პენალტი იყო“ - კროოსი მოდრიჩს არ ეთანხმება
„ჩემი აზრით, პენალტი იყო“ - კროოსი მოდრიჩს არ ეთანხმება