სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ორმა ქართველმა ითამაშა - მამუკელაშვილის და ბეჟანიშვილის მატჩები NBA-ის G ლიგაში

ქართველმა კალათბურთელებმა, სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. გამთენიისას, „მამუს“ „უისკონსინ ჰერდი“ „ფორტ უეინ მედ ენთსს“ დაუპირისპირდა, ხოლო ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „დელავერ ბლუ ქოუთსს“ შეხვდა.

სანდრომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. „მამუს“ მონაგარი ასეთი იყო - 6 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე), 1 დაფარება. მამუკელაშვილმა 9-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო, 4 სამიანი გააცუდა, 1 დაკარგვა ჰქონდა და 4-ჯერ დაჯარიმდა, მისი გუნდი კი 110:128 დამარცხდა.

ბეჟანიშვილის რაც შეეხება, გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთი დაუთმეს. ამ დროში, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 8 ქულა, 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. ბეჟანიშვილმა 4-დან 2 ბურთი ჩააგდო, 2-ჯერ დაჯარიმდა და 1 დაკარგვა ჰქონდა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „უისკონსინ ჰერდს“ პარკეტზე 17 დეკემბერს ვიხილავთ, როცა საუკეთესოს ვინაობას ისევ „ფორტ უეინ მედ ენთსის“ წინააღმდეგ გაარკვევს, ბეჟანიშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება კი „რეპტორს 905“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაცვა მე-8 სართულიდან გადმოვარდა - კიდევ ერთი მსხვერპლი კატარში
დაცვა მე-8 სართულიდან გადმოვარდა - კიდევ ერთი მსხვერპლი კატარში