ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? - კონფედერაცია ქმედით ნაბიჯებს დგამს

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა. ამ ფაქტს კი ტიტეს წასვლა მოყვა. აქედან გამომდინარე, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

OkDiario-ს ინფორმაციით, „სელესაოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურს, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, ლეგენდარულ ფრანგს თავისი ეროვნული ნაკრების გაწვრთნა სურს და დიდიე დეშამის წასვლას ელოდება, თუმცა ბრაზილიის ნაკრებიც საკმაოდ დიდი გამოწვევაა და არ არის გამორიცხული „ზიზუ“ ამას დათანხმდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ ამ საკითხზე ზინედინს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია პეპ გუარდიოლასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა „სელესაოს“ უარი განუცხადა.

ასევე, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ ბრაზილიელები კარლო ანჩელოტისთან სასწრაფო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ამბავი სიცრუე აღმოჩნდა. იტალიელი „რეალიდან“ წასვლას არ გეგმავს.

ასევე შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მუნდიალიდან ხორვატიის ნაკრებმა გამოაგდო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    13 000 უფასო ბილეთი - მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი გულშემატკივრებს
    13 000 უფასო ბილეთი - მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი გულშემატკივრებს