ბრაზილია
Aa
Aa

კატის მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება - ბრაზილიას სასამართლოში უჩივლეს

ბრაზილიის ნაკრებს სასამართლოში უჩივლეს. ამის მიზეზი კი კატის მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება გახდა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჯუნიორი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრობდა რა დროსაც მაგიდაზე კატა ახტა. „რეალის“ ვარსკვლავმა ამ ფაქტზე საკმაოდ იხალისა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების პრესსამსახური საშინლად მოიქცა.

აღნიშნულმა პიროვნებამ კატა მაგიდიდან უხეშად გადააგდო. ამ ფაქტმა კი ცხოველთა დამცველების უკმაყოფილება გამოიწვია. El Grafico-ს ინფორმაციით, „სელესაოს“ და მის ფედერაციას ერთ-ერთი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია უჩივის.

ორგანიზაცია 200 000 დოლარს და ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლის საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ტიტეს გაწვრთნილმა ნაკრებმა, რომელიც საბოლოოდ გადადგა, მუნდიალზე მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო და სამშობლოში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რივალდო: მესი - ღმერთი გვირგვინს ამ კვირაში დაგადგამს
რივალდო: მესი - ღმერთი გვირგვინს ამ კვირაში დაგადგამს