არგენტინა, ხორვატია
Aa
Aa

დალიჩი: “დამსახურებულად წავაგეთ“

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. „ალბისელესტეს“ მხრიდან დუბლი შეასრულა ხულიან ალვარესმა, ხოლო ერთი გოლი ლეო მესის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დალიჩმა?

„არგენტინას ფინალში გასვლას ვულოცავ. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერზე ვუსაყვედურებ. პირველი ნახევარი საათი მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ ხანდახან იღბალი ზურგს გაქცევს. როგორც მივხვდი, ბიჭებმა პენალტი გააპროტესტეს. გოლი კი სწორედ ასე გავუშვით.

თამაში წავაგეთ და არაფრის გაპროტესტებას არ ვაპირებ. უნდა მოვემზადოთ იმ თამაშისთვის, რომელიც გველოდება. მომენტები შევქმენით, მაგრამ ჩვენ რეალურად ნამდვილი თავდამსხმელი დაგვაკლდა. მეორე გოლის გაშვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, დამსახურებულად დავმარცხდით. ახლა კი მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

საბოლოო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატს დადებითად ვაფასებ. ეს ხორვატი ხალხის გამარჯვებაა. დაე ყველა ხორვატმა ისიამოვნოს იმით, თუ რამდენს მივაღწიეთ კატარში. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი არ ელოდა. ზედიზედ ორჯერ ნახევარფინალში გავედით, მე არანორმალური ფეხბურთელები მყავს.“

შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესი: “ეს მთელი ერის სიხარულია“
ალვარესი: “ეს მთელი ერის სიხარულია“