საფრანგეთი
Aa
Aa

პრობლემა საფრანგეთის ნაკრებში - ჩუამენიმ და უპამეკანომ ვერ ივარჯიშეს

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „მამლების“ ბანაკიდან არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ ჩუამენიმ და უპამეკანომ შესაძლოა ნახევარფინალური მატჩი გამოტოვონ, ეს კი დეშამისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ნახევარდაცვის ხაზი მეტწილად მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელზეა აწყობილი.

წყაროს დაზუსტებული ცნობით, აღნიშნულმა ფეხბურთელებმა დღეს არ ივარჯიშეს. უცნობია, თუ რა სახის დაზიანება აქვთ, მაგრამ დიდი შანსია, რომ მათ მაროკოსთან მატჩი გამოტოვონ.

დიდიე დეშამს თადარიგში არც მეტი, არც ნაკლები „ლივერპულის“ ფეხბურთელი იბრაჰიმა კონატე ჰყავს, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს და მუდმივად პროგრესირებს. ჩუამენის შემცვლელები კი მრავლად არიან. საყრდენ პოზიციაზე თამაში ვერეტუს, გენდუზის და კამავინგას შეუძლიათ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩამოთვლილი ნახევარმცველებიდან ყველაზე გამოცდილი გენდუზია, ძირითად შემადგენლობაში სწორედ მას უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირება 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული“ - ესპანეთმა დე ლა ფუენტე წარადგინა
“ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული“ - ესპანეთმა დე ლა ფუენტე წარადგინა