კატარი 2022
Aa
Aa

დალიჩი: მესის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ

ზლატკო დალიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან მატჩის წინ ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მესის წინააღმდეგ დაცვა დაგვჭირდება, მაგრამ მის წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ გამოვიყენებთ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ წინა თამაშში ბრაზილიას წინააღმდეგაც. ვიცით მესი რამდენად დარბის, რამდენად უყვარს ბურთთან მუშაობა.

დისციპლინა თავდაცვის მთავარი ასპექტი იქნება. თუ ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რაც გავაკეთეთ ბრაზილიის წინააღმდეგ, მაშინ საშიში არაფერია.

არგენტინის თამაშის დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ, რადგან აქამდე მათზე კონცენტრაცია ნამდვილად არ გვქონია. მესი კვლავ ამ გუნდის მთავარი მოთამაშეა. ის კარგად თამაშობს და გუნდს მიუძღვება. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ, ძალიან საშიშად გამოიყურებიან.

მაგრამ არგენტინამ აჩვენა, რომ პრობლემები ჰქონდა, რადგან ნიდერლანდებთან მატჩში 2-0-ს იგებდნენ და ეს ყველაფერი 2-2, შემდეგ კი პენალტების სერიაში დასრულდა. ჩვენზეა დამოკიდებული, ვაჩვენებთ თუ არა ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს და შევალთ თუ არა თამაშში 100%-იანი კონცენტრაციით“,

- განაცხადა ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

არგენტინა ხორვატიის ნახევარფინალური მატჩი 13 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პელე, მარადონა, მათეუსი - მესი და რეკორდები, ისტორიული საღამო კატარში
    პელე, მარადონა, მათეუსი - მესი და რეკორდები, ისტორიული საღამო კატარში