წონა დაფიქსირებულია - ილია თოფურია ბრაის მიტჩელთან ჩხუბისთვის მზადაა!
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით 11 დეკემბერს გამართავს. „ელ მატადორი“ ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება და ტრადიციულად, UFC-ის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, აწონვების ცერემონია გაიმართა.
გულშემატკივრების წინაშე პირველი მიტჩელი წარდგა. ამ უკანასკნელმა წონა დააფიქსირა და აწონვის მომენტში, 66.2 კილოგრამს იწონიდა. იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა, როცა სასწორზე თოფურია ავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ MMA-ის ქომაგები ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.
6️⃣6️⃣.2️⃣ ⚖️
— La Sueur (@LaSueur_off) December 9, 2022
Ilia Topuria officialise le combat face à Bryce Mitchell ????#UFC282
pic.twitter.com/P2O4uD5jG0
რას ფიქრობს ილია ბრძოლაზე
„მიტჩელი შეეცდება, პარტერში გადამიყვანოს და ჩხუბის დგომში წარმართვაზე უარი თქვას. ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება და პარტერში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ზვიგენი წყალში. სულერთია, ბრძოლა სად წარიმართება. ის ვერაფერს გააკეთებს და საკუთარ ბედს ვერ შეცვლის. ამ ჩხუბისთვის, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ბოლომდე მზად ვარ და მიტჩელი პირველ რაუნდს ვერ გასცდება. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და მისი გამარჯვება შეუძლებელია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მოიგოს და სასწაულების ნამდვილად არ მჯერა”.
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს