მადრიდის რეალი
Aa
Aa

90 მილიონი - გვარდიოლი რეალის პრიორიტეტია

ბოლო პერიოდის განმავლობაში იოსკო გვარდიოლს ხშირად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. თავად ხორვატი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ მიმართ სიმპათიებს არ მალავს.

დღეს, გავლენიანი და ცნობილი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „სამეფო კლუბი“ გვარდიოლის შესაძენად აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს. ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ „ლაიპციგს“ იოსკოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერჯერობით უცნობია გერმანული კლუბის პოზიცია. თავად ფეხბურთელს კი „რეალში“ თამაში სურს.

რამდენიმე დღის წინ გვარდიოლმა განაცხადა:

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს იქ ვითამაშო. მოდრიჩს ჩემთვის „რეალზე“ არაფერი უთქვამს, რადგან არ სჭირდება. სრულიად ვიაზრებ „სამეფო კლუბის“ გენიალურობას."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხორვატი „დინამო ზაგრების“ აღზრდილი გახლავთ და ახლა „ლაიპციგის“ კუთვნილებაშია. გვარდიოლმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 65-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე იონგი: “წარმოდგენა არ მაქვს როგორ გავაჩერო მესი“
დე იონგი: “წარმოდგენა არ მაქვს როგორ გავაჩერო მესი“