საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„ისტორიული წელი ჰქონდათ, ბევრი გამოწვევით, რომელიც დაძლიეს“ - Planet Rugby-ის სტატია ბორჯღალოსნებზე

ცნობილი სარაგბო პორტალი, Planet Rugby საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე წერს და „ბორჯღალოსნების“ 2022 წლის სეზონს აფასებს.

რა წერია სტატიაში:

საქართველოსთვის, მიმდინარე წლის შემოდგომა შთამბეჭდავი იყო. მათ სიურპრიზი მოგვიწყეს, როდესაც კარდიფში, უელსის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხეს.

ამ შეხვედრაში გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ საქართველომ ეს წელი შთამბეჭდავი რეკორდით დაასრულა. 10 თამაშიდან 7 მოგება, 1 მარცხი და 1 ფრე. მათ შორის იყო არგენტინა XV-თან მატჩიც, რომელიც ოფიციალურად რეიტინგში არ ასახულა.

საქართველოს ისტორიული წელი

საქართველომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტესტი წააგო, ისიც სამოასთან მინიმალური სხვაობით.

თუმცა, მანამდე ზედიზედ მეოთხედ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგეს, ისტორიაში კი ეს მათთვის მე-14 ტიტული იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდი ივლისში არგენტინა VX-თან დაძაბულ ბრძოლაში 24:30 დამარცხდნენ, მაგრამ ამის შემდეგ მათი პასუხი ძალიან სწრაფი იყო. ერთი კვირის შემდეგ ბორჯღალოსნებმა ბათუმში ახალი ისტორია დაწერეს. ეს იყო პირველი ტრიუმფი 6 ერის გუნდთან. მათ იტალია 28:19 დაამარცხეს.

მათ კიდევ ერთი ისტორია მალევე დაწერეს, ამჯერად უკვე სტუმრად, კარდიფში. 2022 წლამდე ქართველებს არასდროს ჰყავდათ დამარცხებული 6 ერის გუნდი, მაგრამ ბათუმში და კარდიფში მათ როგორც საშინაო, ისე გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.

ახალგაზრდა თაობა და ძლიერი მხარეები

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით და იმედები არც 2022 წელს გაუცრუებია.

შერკინებებში მათმა დომინირებამ უელსთან გამარჯვება მოიპოვა, თუმცა გადამწყვეტი საჯარიმო დარტყმა იყო.

მათი შერკინებაში მუშაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა მას შემდეგ, რაც ახალბედა ნიკა აბულაძე და ალექსანდრე ქუნთელია გამოჩნდნენ. მათ უელსთან, შესაბამისად მეხუთე და მეოთხე კეპი მოირგეს.

უკანახაზელების, თედო აბჟანდაძისა და დავით ნინიაშვილის მუდმივი აღმავლობა ცხადყოფს, რომ ქართველებს ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ.

გამოწვევები

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ეს გუნდი დგას, არის ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველი ეტაპის გადალახვა, რაც მათ დიდი ტურნირებისკენ უხსნის გზას. მათ ჯერ ივლისში იტალია დაამარცხეს, უელსთან გამარჯვების შემდეგ კი დაამტკიცეს, რომ ეს ერთჯერადი შოკი არ ყოფილა.

მომდევნო წელი უკვე მსოფლიო თასისაა. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იქნება ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად. თუ 2022 წელს გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, რომ მომავალ წელს მათი მხრიდან დიდი აურზაური ვიხილოთ.

ცნობისთვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2022 წელს მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზე ასრულებს. იმის მიუხედავად, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა იტალიასა და უელსს მოუგო, რეიტინგში პროგრესი მაინც ვერ განიცადა.

მომავალ წელს ქართველი მორაგბეები ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება, სექტემბრიდან კი საფრანგეთში მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა, სიზმარში ვიყავი“ - ლუკა მატკავამ უელსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა
„მეგონა, სიზმარში ვიყავი“ - ლუკა მატკავამ უელსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა