რომან დოლიძე
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი ტოპ 15-ში - რომან დოლიძე საუკეთესოთა შორისაა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში შევიდა. „კავკასიელმა“ ბოლო ბრძოლა ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ გამართა და განახლებულ რეიტინგში იგი სწორედ ჰერმანსონის ადგილს იკავებს.

რომანი მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მისი ყოფილი მეტოქე კი მეცხრე გახლავთ. დოლიძეზე მაღლა ისეთ მებრძოლებს ვხედავთ, როგორებიც შონ სტრიკლენდი, პაულო კოსტა, დერეკ ბრანსონი, მარვინ ვეტორი, ჯარედ კანონიერი, რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია არიან, საჩემპიონო ქამარს კი ალექს პერეირა ფლობს.

სხვათა შორის, დღეს, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა საინტერესო ვარაუდი გააკეთა და „კავკასიელის“ მომდევნო მეტოქე დაასახელა. Bleacher Report-ის აზრით, ჰერმანსონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დოლიძე დერეკ ბრანსონს უნდა დაუპირისპირდეს. მებრძოლს, რომელთანაც ჰერმანსონს უნდა ეჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ რომანმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯამში კი ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა და მეთორმეტედ იმარჯვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-სგან ბონუსი ზედიზედ მესამედ მიიღო და იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ სვლას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში არ უნდა დაეტოვებინა - იანისმა მამუს სათამაშო სახლში წაიღო
გასახდელში არ უნდა დაეტოვებინა - იანისმა მამუს სათამაშო სახლში წაიღო