ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

“რონალდუს საქციელი არ მომეწონა“ - სანტუში შვეიცარიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს პორტუგალია და შვეიცარია ხვდებიან. მატჩის წინ, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სანტუშმა?

„ტრანსფერის შესახებ კრიშტიანუსთან არ მისაუბრია. ეს მისი საქმეა. ამ საკითხზე იქამდე არაფერი ვიცოდი, სანამ სპორტულ მედიაში არ დაიწერა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებული. მისი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ ახლა ეს საკითხი ამოწურული და მოგვარებულია. როდესაც თამაში დასრულდა, ფოტოსესიაზე წავედი, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე შევედი. მოედანზე არაფერი გამიგია, შორს ვიყავი და მხოლოდ ის დავინახე, რომ რომელიღაცა კორეელ ფეხბურთელს ეჩხუბებოდა.

2006 წლის შემდეგ, პორტუგალია მეოთხედფინალში არ გასულა. ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, პორტუგალია ისეთი დონის ნაკრებია, რომელსაც წარმატების მიღწევა ყოველთვის შეუძლია.

გარკვეულწილად ზეწოლას განვიცდით, მაგრამ ეს ჩვენთვის კარგიც არის. უფრო მეტი ყურადღებით ვითამაშებთ და შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ნაცნობია და მათი სათამაშო სტილი ახალი არ არის. ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს. გამარჯვება მთელი გულით გვინდა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და შვეიცარიის დაპირისპირება 6 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასაკი? თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ“ - ზლატანი მიზნებზე საუბრობს
„ასაკი? თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ“ - ზლატანი მიზნებზე საუბრობს