ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„პიმბლეტი უკანა კარიდან გაიყვანეს“ - ბრიტანელი მებრძოლი თოფურიას გაარიდეს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა. „ელ მატადორის“ თქმით, UFC-ის Performance Institute-ში (UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს) სტუმრობისას, პედი პიმბლეტი „უკანა კარიდან გაიყვანეს“, რათა მათ შორის შესაძლო დაპირისპირება თავიდან აერიდებინათ.

„როცა UFC-ის Performance Institute-ში მივედი, მომიწია, დავლოდებოდი, სანამ პედის უკანა კარიდან არ გაიყვანდნენ. მჩაგვრელი ადამიანი არ ვარ და თავის არიდება საჭირო არაა. ბოდიში უკვე მოიხადე, მაგრამ მაინც არ მომწონხარ. როცა შემხვდები, თუ სათანადოდ მოიქცევი, ყურადღებას არ მოგაქცევ“, - მიმართა ილიამ პიმბლეტს.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი UFC-ის სასტუმროში დარჩენას აღარ აპირებს და არ უნდა, თოფურიასთან კონფლიქტი მოუვიდეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა და BT Sport-ს უთხრა, რომ ლას ვეგასში სახლს იპოვის, სადაც ბრძოლას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა. პიმბლეტს რაც შეეხება, იგი ჯარედ გორდონს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონიკაშვილის შედეგიანი დებიუტი - მურსია ბასკონიასთან დამარცხდა
ანდრონიკაშვილის შედეგიანი დებიუტი - მურსია ბასკონიასთან დამარცხდა