გორის დილა, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

დილას გამარჯვება - სამი გოლი და კონფერენს ლიგის საგზური

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის დასკვნით ტურში მესამე ადგილისთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა. ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „დილა“ მესამე ადგილზე გავიდა, 59 ქულა დააგროვა და შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. რაც შეეხება გიორგი მიქაძის გაწვრთნილ გუნდს, „სამგურალმა“ 57 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.

„თენგიზ ბურჯანაძეზე“ ანგარიში 30-ე წუთზე ვანდერსონ სილვას საგოლე პასით თორნიკე კაპანაძემ გახსნა. 69-ე წუთზე ჟან ვიქტორმა ტიერი გეილე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, 20 წლის ბარბადოსელმა შემტევმა შანსი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა. მატჩის საბოლოო ანგარიში პირველ დამატებულ წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანა, საგოლე პასი ამჯერადაც ჟან ვიქტორის ანგარიშზეა.

2023-24 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოსა“ და მესამე პოზიციაზე გასულ გორის „დილას“ კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში