ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ტოკიოს გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

წლის ბოლო გრან სლემი 3-4 დეკემბერს ტოკიოში გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იასპარეზებს. მწვრთნელების გადაწყვეტილებით იაპონიაში კაცებში მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გამოვა, ხოლო გოგონებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილი, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გრან სლემის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა:

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა პირველ ეტაპს გამოტოვებს. მეორე წრიდან კი ქართველი ძიუდოისტი ამერიკელ ჯერონიმო საუსედოსა და კორეელ დონგან გვაკს შორის მოგებულს შეხვდება.

გოგონებიდან ტატამიზე ნინო ლოლაძე გამოვა, რომელიც 57 კილოგრამში არაბთა გაერთიაენებული ემირატების წარმომადგენელს მაიტა მოჰამედს დაუპირისპირდება. ამავე წონაში ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგება და მისი მეტოქე კორეელ ჯიეონ კანგსა და იაპონელ ცუკასა იოშიდას შორის გამარჯვებული იქნება.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი ავსტარიელ ნაევე კუგლანს შეხვდება. 70-ში ნინო გულბანის მეტოქე რუმინელი სერაფიმა მოსკალუა, ხოლო +78-ში სოფიო იაპონელ ჰიკარუ კოდამას შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო: ჩემპიონების ფაბრიკა“ - EJU-ს სტატია ქართულ ძიუდოზე
„საქართველო: ჩემპიონების ფაბრიკა“ - EJU-ს სტატია ქართულ ძიუდოზე