რომან დოლიძე
Aa
Aa

წონა დაფიქსირებულია - რომან დოლიძე ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მომდევნო ჩხუბს ამ უქმეებზე გამართავს და ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ტრადიციულად, ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, აწონვების ცერემონია გაიმართა და წონა ორივე მებრძოლმა დააფიქსირა.

პირველი დოლიძე გამოვიდა, რომელმაც 84.14 კილოგრამი დააფიქსირა. ჰერმანსონს რაც შეეხება, მან დიდხანს გვალოდინა და როგორც ჩანს, წონის კლებაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. საბოლოოდ, მან სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა - 84.36.

შეგახსენებთ, რომ  ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან.  

ჰერმანსონის სიძლიერეს რომანის კომენტარიც ადასტურებს: „ჯეკ ჰერმანსონი ძლიერი მეტოქეა, თუმცა სუსტი მოწინააღმდეგე არასდროს მყოლია. მას პატივს ვცემ და ნებისმიერისთვის მზად ვარ. ოქტაგონზე გასვლით აღტაცებული ვარ, უნდა ვიყო ის, ვინც ვარ და გავაკეთო ის, რაც საჭიროა“.

ცნობისთვის, ბრძოლა თბილისის დროით, 4 დეკემბერს გაიმართება და მომდევნო ღონისძიებას ლას ვეგასი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Uol: „ნეიმარს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, 1/8-ფინალს გამოტოვებს“
Uol: „ნეიმარს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, 1/8-ფინალს გამოტოვებს“