რომელუ ლუკაკუ, კატარი 2022, ივან რაკიტიჩი
Aa
Aa

რაკიტიჩი ლუკაკუს: ძალიან კარგია! ის კურორტზე დასასვენებლად უნდა გავუშვათ

ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი ბელგიასთან ფრედ 0:0 დაასრულა და  მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ამაში თავისი „წვლილი“ რომელუ ლუკაკუსაც მიუძღვის.

„ინტერის“ ფორვარდმა ტრავმის გამო პირველი ორი ტური გამოტოვა, მესამეში კი გუნდის დახმარება შეძლო, თუმცა ალბათ აჯობებდა საერთოდ არ ეთამაშა.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, არცერთ მოთამაშეს არ გაუშვია ხელიდან იმაზე მეტი საგოლე შანსი (4), ვიდრე რომელუ ლუკაკუმ ხორვატიასთან 45 წუთში მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ივან რაკიტიჩმა ლუკაკუს მისამართით ირონიული შინაარსის ვიდეო ჩაწერა და ბელგიელისთვის მადლიერების ნიშნად, მისი ხორვატიის ერთ-ერთ კურორტზე დასასვენებლად გაშვების ინიციატივთ გამოვიდა:

„ძალიან კარგია ლუკაკუ! ის დასასვენებლად სპლიტში (კურორტი ხორვატიაში) უნდა გავუშვათ და შვებულების ერთი თვის თანხა უნდა გადავუხადოთ“,

- ამბობს რაკიტიჩი ინსტაგრანზე ჩაწერილ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა