მარცხი დიდი სხვაობით - თბილისის დინამომ ოლიმპიაკოსთან ვერაფერი გააწყო
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თბილისის „დინამო“ საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, დიდი სხვაობით 9:21 დამარცხა.
სამწუხაროდ, ბერძენი წყალბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. სტუმრებმა პირველი ტაიმი 7-ბურთიანი სხვაობით, 10:3 მოიგეს, მეორე ტაიმში კი თბილისური გუნდის კარში კიდევ 11 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი „დინამოელებმა“ 6 გოლის გატანა შეძლეს.
საბოლოოდ, ბერძნებმა 13-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე გამარჯვება ჩაიწერეს, თბილისის „დინამო“ კი ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ქართველი წყალბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, სტუმრად ბერძნული „ვულიაგმენის“ წინააღმდეგ გამართავენ.