ალექსანდრა კუვაევა
Aa
Aa

კადეტთა ევროპის თასი - 15 წლის კუვაევას ვერცხლის მედალი

გერმანიის ქალაქ ეისლინგენის კადეტთა ევროპის თასზე ალექსანდრა კუვაევამ ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე შეხვედრა მოიგო, ფლეი-ოფში თურქ, რუმინელ, ფრანგ, იტალიელ, ბულგარელ და ამერიკელ მეტოქეებს სძლია. ფინალში ალექსანდრა კუვაევა ამერიკელ ჯენა შომანენთან დამარცხდა.

15 წლის ალექსანდრა კუვაევამ მიმდინარე თვეში მესამე მედალი მოიპოვა. სტამბულის ევროპის თასზე კუვაევას აქტივში ოქროს მედალია, მან ტურნირის 11-ვე შეხვედრა მოიგო. ალექსანდრა კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასევე, სოფიაში გამართულ „ეტროპოლსკის ხმალის“ ტურნირზე კუვაევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ჯგუფური ეტაპისა და ფლეი-ოფის ჩათვლით 10 მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში მარიელა გეორგიევასთან დამარცხდა  (11:15) და მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები