შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრები, კამერუნის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ემბოლოს გოლით - შვეიცარიამ მინიმალური სხვაობით მოიგო

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები კამერუნს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

პირველ ნახევარში აფრიკელი ფეხბურთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, რადიკალურად განსხვავებული მეორე ნახევარი ჩაატარა შვეიცარიამ და სათამაშო უპირატესობაც გადაიბარა, რაშიც ტაიმის დებიუტში სწრაფად გატანილი გოლიც დაეხმარა.

შეხვედრის განახლებიდან ზუსტად სამ წუთში წარმოშობით კამერუნელმა ბრიმ ემბოლომ შაქირის პასი ზუსტად გამოიყენა და შვეიცარია დააწინაურა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ემბოლომ გატანილი გოლი არ აღნიშნა, რაც ბუნებრივია, მისი მხრიდან დასაფასებელი საქციელია.

იმის მიუხედავად, რომ კამერუნი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მდევრის როლში იყო, იან ზომერის კართან რეალური სახიფათო მომენტი ვერ შექმნა, შვეიცარიელებმა კი თავის მხრივ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს და ჯგუფშიც დროებით გალიდერდნენ.

მიმოხილვა:

G ჯგუფის მეორე მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე ბრაზილიასა და სერბეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, შვეიცარიელები 28 ნოემბერს ბრაზილიას დაუპირისპირდებიან, კამერუნის ნაკრები კი სერბეთს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სენსაცია - იაპონიამ გერმანია დაამარცხა
მორიგი სენსაცია - იაპონიამ გერმანია დაამარცხა