რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია
Aa Aa
23 ნოემბერი 2022  |  08:53

რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე რეიტინგის მე-8 ნომერია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება. ESPN-ის ინფორმაციით, დოლიძეს რვაკუთხედში 3 დეკემბერს (თბილისის დროით 4 დეკემბერს) ვიხილავთ და იგი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-8 ადგილზე მყოფ ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება.

ჰერმანსონს დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. UFC-იმ მისი შემცვლელი მალევე იპოვა და ქართველი მებრძოლისგან თანხმობა მიიღო. ბრანსონისა და ჰერმანსონის დაპირისპირება მეინ ქარდზე უნდა გამართულიყო და დიდი ალბათობით, არაფერი შეიცვლება.

ჯეკ ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას კარიერაში 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან. ჰერმანსონმა ბოლოს სწორედ კურტისის წინააღმდეგ იჩხუბა, რომელიც ტოპ 15-ში მე-14 პოზიციას იკავებს და იგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძის ბოლო ბრძოლა 30 ოქტომბერს ვიხილეთ და მან ფილ ჰოუსი დაანოკაუტა. ჰერმანსონის დონის მეტოქე რომანს ჯერ არ ჰყოლია და სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, იგი ტოპ 15-ში შეაბიჯებს.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - ლიონელ მესი
ქონებრივი დეკლარაცია - ლიონელ მესი