ლაუტარო მარტინესი, არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

ლაუტარო: ძალიან მტკივნეული მარცხია, მაგრამ წინ კიდევ ორი ფინალი გვაქვს

მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ შეხვედრაში, არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს შეხვდა და სენსაციურად, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არგენტინელთა შემტევმა, ლაუტარო მარტინესმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა.

რა თქვა ლაუტარომ:

მეორე ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავმარცხდით. სწორედ ასეთი დეტალები ქმნის სხვაობას. ეს შეცდომები მომავალი თამაშებისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

პირველ ტაიმში უფრო დიდი სხვაობით შეგვეძლო მოგება. ერთ გოლზე მეტი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩი რთულია, წინ კიდევ ორი ფინალი გვაქვს.

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს მარცხი. ძალიან გვინდოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაგვეწყო, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მოხდა და წარსულია. ახლა მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ და იმაზე ვიფიქროთ, თუ რა გველის წინ.

ლიონელ სკალონის გუნდს მუნდიალზე მომდევნო შეხვედრა 26 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - უცხოური პრესის გამოხმაურება არგენტინის მარცხზე
მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - უცხოური პრესის გამოხმაურება არგენტინის მარცხზე