ვირჯილ ვან დეიკი, კატარი 2022, კოდი გაკპო, დავი კლაასენი
Aa
Aa

სენსაციასთან ახლოს - ნიდერლანდებმა სენეგალი მატჩის მიწურულს გატეხა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სენეგალისა და ნიდერლანდების დაპირისპირება კატარის დედაქალაქ დოჰაში, „ალ თუმანას“ სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა ევროპულმა ნაკრებმა 0:2 მოიგო.

ლუის ვან გალის გაწვრთნილმა გუნდმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანა, რადგან ალიუ სისეს გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სენსაციასთან ახლოს იყო.

მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე კოდი გაკპომ თავური დარტყმით გაიტანა. სენეგალელთა მეკარე ედუარდ მენდი გამოსვლაზე შეცდა, გაკპომ დაასწრო და ფრენკი დე იონგის საგოლე პასი გოლად აქცია.

მეორე ტაიმის მე-9 დამატებულ წუთზე დევი კლაასენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ეპიზოდში მცველებთან ერთად მეკარე მენდიც შეცდა. ასე რომ, სენეგალელთა მეკარისთვის ცუდი თამაში გამოვიდა.

OptaJohan-ის ინფორმაციით, ვირჯილ ვან დეიკმა დიდ საფეხბურთო ფორუმზე პირველი მატჩი ჩაატარა. ვან დეიკისთვის სენეგალთა შეხვედრა ეროვნული გუნდის რიგებში რიგით 50-ე იყო, თუმცა მას ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, მუნდიალზე კი პირველად იასპარეზა.

ნიდერლანდების ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩამდე ვან დეიკზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ვან დერ მოილენმა ჩაატარა (54).

მუნდიალის A ჯგუფში ეკვადორისა და ნიდერლანდების აქტივში 3-3 ქულაა. ამავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში კატარი ეკვადორთან 0:2 დამარცხდა.

მეორე ტურში ნიდერლანდები ეკვადორს დაუპირისპირდება (25 ნოემბერი, 20:00), კატარი - სენეგალს (25 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ“ - საუთგეიტის და ბელინგემის კომენტარები
“ეს მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ“ - საუთგეიტის და ბელინგემის კომენტარები