Aa
Aa

ვან დიიკი "ლივერპულთან" ახლოსაა!

ბრიტანული skysports-ის ცნობით, „ლივერპული“ ახლოსაა, რომ კვირის ბოლომდე ვირჯილ ვან დიიკის ტრანსფერი დახუროს.

ჰოლანდიელი მცველი "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა და კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ელოდება. იგი "სოტონთან" ერთად ფრანგულ შეკრებაზე არ გაემგზავრა. 

26 წლის ტანმაღალმა უკანახაზელმა პრემიერ ლიგის გასული სეზონი მათა დონეზე ჩაატარა, რამაც გრანდების ინტერესი გამოიწვია.

ვან დიიკის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და "სიტიც" იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები